Jul 27, 2009

ცოტა რამ ჩემს შესახებ

დავიბადე 1987 წლის 1 სექტემბერს და სამყარომ ამოისუნთქა.
ბავშვობიდან ოხუნჯი და ხელმარჯვე ოსტატი გახლდით
სკოლამაც დამიფასა შრომა

აზრზე არ ვიყავი ვინ ან რა უნდა გამოვსულიყავი, მთავარი იყო რამე მეკეთებინა, მაგრამ ფაქტი ის იყო რომ უნდა მეკეთებინა.
აშკარად ბიოლოგია მიტაცებდა, თუმცა არც სხვა საგნებზე არ ვიძახდი უარს მაგალითად ისტორია, ხაზვა და სხვა.
      ნათქვამია დედის წინ მორბენალ კვიცსო.... ხოდა მეც გადავწყვიტე მშობლის კეთილი რჩევისათვის დამეჯერებინა და 9 კლასი დამატოვებინეს, აქედან მოვხვდი მესამე სამედიცინო კოლეჯში. პროფესიით ორთოპედიული სტომატოლოგია. მართალი გითხრათ არ გამხარებია დიდად კბილების კეთება რაც რატომღაც კარგად გამომდიოდა და ჩემი 
სიმპატიები კომპიუტერულ სისტემებს უფრო ეკავა, მელანდებოდა კოდირებები გრაფიკები და სხვა. იმდენად მინდოდა პროგრამისტობა, ჯერ მხოლოდ 16-ის ვიყავი.
და ესე მოვხვდი გეპეიში ეკონომიკურ ინფორმატიკაზე. არ მკითხთ ეხლა მაგ ფაკულტეტზე რა მინდოდა არც მე ვიცი. სად პროგრამისტი და სად ეკონომიკური ინფრმაიკა? ეგ მეც მაინტერესებს. მოკლედ უკვე 17 ის ვიყავი და დავიწყე მუშაობა
მაშინდელ სს"თბილგაზში". აი აქედან იწყება ჩემი ცხოვრების ის ეტაპი რა დროსაც მე GAZMAN (გაზმენა) შემერქვა საძმაკაცოში და არამხოლოდ. 
  ეხლა 21 ის ვარ. მალე 22 ის გავხდები სულ რაღაც 1 თვეში. ამასობაში კი მოვასწარი უამრავი რამ, პრეზიდენტის რეზიდენციაშიც ვიყავი და ქალთა კოლონიაშიც, დამქირავებელიც ვიყავი და დაქირავებულიც , დამპროექტებელიც და მემონტაჟეც, უფროსიც და ადმინისტრატორიც, მაგრამ რა ვინ რას დაგიფასებს ?!!!

ნუ ესეც ჩეეემი პატარა მიღწევები   





dasasruli iqneba